კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
"ნექსია თიეი" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”
მოთხოვნები:
• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• აქტიურობა;
• კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში".
გისურვებთ წარმატებებს!